logo_geo
eng_logo
თაკო ჩარკვიანი: „მადლობა“ მინდა ვუთხრა ბედუკაძეს, ბურჯანაძეს...
- +

16 აგვისტო. 2016. 01:06



თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:


 

„არ შემიძლია არ გადმოვცე ჩემი აღფრთოვანება, იმ საზოგადოების გამო, რომელმაც საოცარი სოლიდარობა და შეუპოვრობა გამოიჩინა- გუშინ და დღეს- საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის და დამოუკიდებლობისთვის შექმნილი საგანგაშო სიტუაციის გამო, მავანთა მიერ (რუსეთის ჯარის შემოყვანის მცდელობასა და უბლოკო სტატუსს ვგულისხმობ ანუ -პუტინის ტესტებს). 

 

მართლაც ბედნიერი ვარ, საზოგადოების, ასეთი გონივრული გაერთიანების გამო, მეტიც -„მადლობა" მინდა ვუთხრა ბედუკაძეს, ბურჯანაძეს და კიდევ როგორც იტყვიან „ასე შემდეგ პარტიებს", რომ არა ისინი, ამ შუა აგვისტოში მეგონებოდა, რომ ხალხის რაღაც ნაწილი ისვენებს, რაღაც ნაწილს სძინავს ან ამდენი ტყუილებით დაღლილია და გულგრილია, მაგრამ არა- ვნახე სიფხიზლე გასაოცარი- აკი ვამბობდი, ჯაბანი ერი არ ვართ მეთქი-მოკლედ -მიყვარხართ ძლიერ, ძლიერ!

 

აი ეს მინდოდა მეთქვა."- წერს თაკო ჩარკვიანი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner