ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ რაიანის განცხადებით, ენდემური დაავადებების გავრცელება, როგორიცაა მაიმუნის ყვავილი და ლასას ცხელება, უფრო მუდმივი და ხშირი ხდება.
მაიკ რაიანის თქმით, ვინაიდან კლიმატის ცვლილება ხელს უწყობს ამინდის სწრაფად ცვალებად პირობებს, როგორიცაა გვალვა, ცხოველები და ადამიანები ცვლიან საკვების მოპოვების ქცევას. შედეგად, დაავადებები, რომლებიც ჩვეულებრივ ცხოველებში ცირკულირებს, სულ უფრო ხშირად გადადის ადამიანებზე.
„სამწუხაროდ, ამ დაავადების გაძლიერებისა და ჩვენს თემებში მისი გადაადგილების უნარი იზრდება. ასე რომ, გაიზარდა როგორც დაავადების გაჩენის, ასევე დაავადების გაძლიერების ფაქტორები“, - აღნიშნა მაიკ რაიანმა.