logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენმა უკრაინისათვის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
- +

1 ივნისი. 2022. 21:56

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისათვის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

 

„უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვან ახალ პაკეტს ვაცხადებ უკრაინელი სამხედროებისთვის დროული და მნიშვნელოვანი დახმარების უზრუნველსაყოფად. უკრაინისათვის დამატებითი დაფინანსების წყალობით, რომელიც აშშ-ის კონგრესმა ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო, აშშ შეძლებს უკრაინას მიაწოდოს მეტი იარაღი, რომელსაც ისინი ასე ეფექტურად იყენებენ რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად“, - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.

 

ჯო ბაიდენის თქმით, დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში, უკრაინა ახალ შესაძლებლობებსა და მოწინავე შეიარაღებას მიიღებს, მათ შორის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ს.

 

დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს საჰაერო სათვალთვალო რადარებს, Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას, ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღებას, საარტილერიო ჭურვებს, ვერტმფრენებს, ტაქტიკურ მანქანებსა და სათადარიგო ნაწილებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner