logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: აი ახლა მართლა მომეშალა ნერვები!
- +

16 აგვისტო. 2016. 01:07



ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების" წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება:



„აი ახლა მართლა მომეშალა ნერვები.

 

ეს მარიაჟი პიჟონები, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინ შემოვიდა ჯერ სუბოტექსი, რომელიც სრული ქიმიაა, მერე შემოვიდა ჯეფიც, ვინტიც და სხვა ათასი უბედურება. კანონიც თქვენს ხელში იყო, "ჩაფარიც" და "თოფიც". ახლა გახდით გულდათუთქული ჭირისუფლები? თუ გგონიათ, რომ ამ "ინიციატივით" ვინმე იტყვის - ვა, რა ჯიგრები არიან, პლანის მოწევის ნებას გვაძლევენო - და თუნდაც ერთ ხმას მოიპოვებთ, მაშინ ან მაგარი დაბოლილები ხართ, ან მაგარი დაქლიავებულები!!!

 

კიდე ბევრი რამის დაწერა შეიძლება, მარა აქ არ ღირს. ამაზე ცალკე სტატიას დავწერ!!!"- წერს გაბრიჭიძე.



„ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების" წევრმა და ჯანდაცვის პროგრამის ავტორმა, ნიკოლოზ (კოკა) ფრუიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ნარკოპოლიტიკასა და ამ მიმართულებით „თავისუფალი დემოკრატების" ხედვაზე ისაუბრა.


„თავისუფალი დემოკრატები" მივიჩნევთ, რომ სამტრედიაში მომხდარ ტრაგედიაში, რომელსაც 22 წლის ახალგაზრდა ადამიანი ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ქვეყნის სამართალდამცველებს, ასევე სახელმწიფოს, რომელიც ბოლო ათწლეულებია არასწორ ნარკოპოლიტიკას მიმართავს.


„თავისუფალ დემოკრატებს" მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ნარკოპოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის, თანასწორობის, ადამიანის უფლებებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრინციპებს.


ამისათვის საჭიროა:

ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობის რეფორმა:

  • ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება (დეკრიმინალიზაცია);
  • ნარკოტიკების გამსაღებლებისა და გამავრცელებლების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრება;
  • ერთჯერადი მოხმარების მინიმალური დოზის განსაზღვრა;
  • ნარკოტიკების მოხმარებისა და მცირე ოდენობის პირადი მოხმარებისთვის, შეძენა/ შენახვისათვის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების დიფერენცირება (მაგ. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხმარება, ავტოსატრნსპორტო საშუალებების არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა და სხვა).

ნარკოდამოკიდებულთა ხარისხიანი სამედიცინო და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობა:

  • მკურნალობის, რეაბილიტაციისა და ზიანის შემცირების პროგრამების ლეგალური ბაზის შემუშავება და რეგულაციების დახვეწა;
  • პროგრამების ფინასური მდგრადობის უზრუნველყოფა გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის პრინციპების გათვალისწინებით;
  • სარეაბილიტაციო (ამბულატორული, რეზიდენტური და ასევე კომუნის ტიპის) ცენტრების სისტემის დაფუძნების ხელშეწყობა;
  • სასჯელაღსრულების სისტემაში მკურნალობისა და რეაბილიტაციის სისტემის ცვლილება თანამედროვე პრინციპების გათვალისწინებით.

ნარკოტიკების მოხმარების საკითხზე, მათი გამოყენებით გამოწვეულ ზიანსა და რისკებზე საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება'', - განაცხადა კოკა ფრუიძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner