logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: საამაყოა, რომ საქართველო ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს 1989 წლის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების კუთხით ერთ-ერთი მოწინავეა
- +

1 ივნისი. 2022. 22:21

 

 

“საქართველოს პარლამენტის ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, საამაყოა, რომ საქართველო ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს 1989 წლის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების კუთხით ერთ-ერთი მოწინავეა.

 

„ვიმსჯელეთ ქვეყანაში არსებულ ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე, ამ მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებზე, გამოწვევებსა და მისი გადაჭრის გზებზე.

 

საამაყოა, რომ საქართველო ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს 1989 წლის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების კუთხით ერთ-ერთი მოწინავეა, რაც თვალსაჩინოა უმთავრესად ეროვნული კანონმდებლობის უმაღლეს სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მხრივ“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner