ავტორი ნინო კვაჭანტირაძე
ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ვიცი, აქ დიდი პოსტების კითხვა გეზარებათ, მაგრამ ეს პატარა ამონარიდი წაიკითხეთ შურთხია ბეროშვილის ვრცელი წერილიდან - მეფე ერეკლე -ჰერაკლიუსის ევროპული თავგადასავალი.
" ის აღმოსავლეთის ყველაზე გამოცდილი პრინცია, ასაკით 27 წლისა, გამაოგნებელი გულადობა შესანიშნავად ერწყმის ბრძენკაცურ სიმშვიდეს, უკიდეგანო გამოცდილება, უძლეველი ვაჟკაცობა, სანიმუშო ღირსება, კეთილშობილებით სავსე სამართილინობა და უსაზღვრო სივრცე აზროვნებისა. მისმა ღირსებებმა ის საკუთარი ხალხისა და ჯარისკაცების კერპად, მეზობლების აღფრთოვანების მიზეზად და მტრების შიშის ზარად აქცია.მთლიანობაში ეს პიროვნება ისეთ დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ღირსეულ პრინცად და არმიის შესანიშნავ გენერლად აღიქვამ, ვისაც გააჩნია ყველაზე დიდი უპირატესობა იყოს აღმოსავლეთის უმამაცესი ერების მთავარსარდალი.. აი, რას წერდა ერეკლე მეფეზე 1755 წელს გაზეთი `London Magazine on Gentleman’s Monthly Intelligencer.
პრუსიის მეფე ფრიდრიხ დიდი კი ამბობდა - დასავლეთში მე ვარ და აღმოსავლეთში - პრინცი ერეკლე.
ხოდა, დანარჩენი წაიკითხეთ"დიდოსტატის მარჯვენა-ში" და მიხვდებით რა გვჭირს ან ჩვენ და ან ნაკითხობითა და წიგნიერებით თავმომწონე ბერძენიშვილს.
"ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია. მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.”
ნეტა, ერთი, ახლა ერეკლე წამოახედა და ამ ქონდრისკაცებში "გაარონია"- წერს ნინო კვაჭანტირაძე.