საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს პარლამენტთან არსებული ეროვნული ბიბლიოთეკის, კვლევითი ცენტრის და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს 2023 წლის ბიუჯეტი განსაზღვრა. კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით მომავალ წელს პარლამენტთან არსებული სამივე დაწესებულების ბიუჯეტი იზრდება.
„საქართველოს პარლამენტთან არსებული ეროვნული ბიბლიოთეკის დაფინანსება მომავალ წელს 11,294 მლნ ლარი, კვლევითი ცენტრის - 1,63 მილიონი ლარი, ხოლო პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დაფინანსება 559.9 ათასი ლარი იქნება“, - განაცხადა კოვზანაძემ.
პარლამენტთან არსებული ეროვნული ბიბლიოთეკის, კვლევითი ცენტრის და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მომდევნო წლის ბიუჯეტი, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.