logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ერთადერთი, რაც „დავაშავეთ“, არის ის, რომ არ დავუთმეთ ნაცმოძრაობას ხელისუფლება. სხვა დანაშაული ჩვენ არ მიგვიძღვის და მეორე, სასამართლო არ მივეცით
- +

1 ივნისი. 2022. 23:59

 

 

“ფაქტები გავიხსენოთ. რა მოხდა, ამ წლინახევრის განმავლობაში - ერთადერთი, რაც “დავაშავეთ’’, არის ის, რომ არ დავუთმეთ ნაცმოძრაობას ხელისუფლება. სხვა დანაშაული ჩვენ არ მიგვიძღვის. ერთი რომ, არ გადავაბარეთ ხელისუფლება და მეორე, სასამართლო არ მივეცით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი,” - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

 

„ორი მიმართულებით იყო ზეწოლა და ეს საბოტაჟი თავიდან ბოლომდე ემსახურებოდა ამ ორ რამეს. ერთი, რომ გადაგვებარებინა ნაცმოძაობისთვის პარლამენტი, ანუ რიგგარეშე არჩევნები და ა.შ. ეს სცენარი ჰქონდათ შემოთავაზებული და მეორე, პირდაპირ უტევდნენ სასამართლოს იმისათვის, რომ თვითონ შეეღწიათ ამ სისტემაში, რასაც ჩვენ, ბუნებრივია, ვერ დავუშვებდით. შესაბამისი მოთხოვნები შემოთავაზებული იყო 19 აპრილის შეთანხმებაშიც, სწორედ საბოტაჟის საფუძველზე. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს რას ნიშნავს „ნაცმოძრაობის“ მოსამართლეებით დაკომპლექტებული სასამართლო. წარმოიდგინეთ უზენაეს სასამართლოში დღეს „ნაცმოძრაობას“ რომ ჰყავდეს 6-7 მოსამართლე, ან სააპელაციო სასამართლოში რომ ჰყავდეს. ეს გამოიწვევდა სრულ კატასტროფას. მარტივად ერთი უსამართლო ქეისით შეგიძლია მთელი აფეთქება გამოიწვიო. თქვენ გახსოვთ კონკრეტული ქეისები, რამაც გამოიწვია აფეთქება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner