ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, პატარებს - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.
“ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ყველამ პირობა უნდა მივცეთ ერთმანეთს, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენი პატარების უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, მათი უფლებების დაცვისთვის, კარგი განათლების მიღებისა და სათანადო სოციალური პირობების შექმნისთვის.
თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ - გილოცავთ! გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას!”- აღნიშნულია მილოცვაში.