logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე პრეზიდენტზე: როდესაც არის კრიტიკა, კრიტიკას თან უნდა ახლდეს არგუმენტები
- +

2 ივნისი. 2022. 00:17

 

 

“როდესაც არის კრიტიკა, კრიტიკას თან უნდა ახლდეს არგუმენტები. ჩვენ ოპოზიციისგან ვართ მიჩვეული, რომ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე ვიღაცას, რაღაცას და ა.შ. გასაგებია, რომ ოპოზიციაა, მათი როლია და ცუდად ესმით ეს როლი, მაგრამ როდესაც იმავეს აკეთებს პრეზიდენტი, რომელიც, კონსტიტუციის თანახმად, ზეპარტიულია ფიგურაა, ეს აბსოლუტურად მიუღებელია, “- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„პრეზიდენტი თუ ვინმეს ან რამეს აკრიტიკებს. ამას შესაბამისი არგუმენტები უნდა მოჰყვეს. ეს ერთი და მეორე, როდესაც არის საზეიმო ღონისძიება, მთავარი ეროვნული დღესასწაული. მხოლოდ საზეიმო განწყობით უნდა წარიმართოს ეს დღე. როდესაც შენ ასეთ დროს ხელისუფლების ერთ-ერთ შტოს უწოდებ სირცხვილს, ეს ორმაგად მიუღებელია. ყველამ უნდა იცოდეს, სად რა უნდა ითქვას და თუ ითქვა, შესაბამისი არგუმენტებიც უნდა მოჰყვეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner