“მინდა, ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო ილია ელოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით,” - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან გულდასაწყვეტია თითოეული მათგანისთვის ილია ელოშვილის გარდაცვალება.
„მინდა, ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო ილია ელოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი მეგობარი, კოლეგა, თანამებრძოლი იყო. ის უაღრესად წესიერი, არაჩვეულებრივი და პროფესიონალი ადამიანი იყო. ძალიან გულდასაწყვეტია თითოეული ჩვენგანისთვის მისი გარდაცვალება და მივუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს“ , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.