logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ამაზე ანტიდასავლური რა უნდა იყოს, როდესაც ამერიკის საელჩოს ადანაშაულებ კონკრეტულ სისხლის სამართლის ქმედებაში
- +

2 ივნისი. 2022. 01:07

 

 

“ბრალს უყენებენ ამერიკის საელჩოს იმაში, რომ მათ განახორციელეს პირდაპირი ფორმით ზეწოლა მოსამართლეზე, სასამართლო სისტემაზე და ა.შ. ამაზე ანტიდასავლური კამპანია რა შეიძლება იყოს, უბრალოდ წარმოუდგენელია, როდესაც საელჩოს ადანაშაულებ კონკრეტულ სისხლის სამართლის ქმედებაში,” - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

კობახიძე აღნიშნავს, რომ აქვს უფლება უფრო მეტად ენდოს ამერიკის საელჩოს ვიდრე „ნაცმოძრაობის“ კუთვნილ მედიასაშუალებებს, ვინაიდან ოპოზიციური მედია ამტკიცებს ერთს, ხოლო ამერიკის საელჩო ამბობს აბსოლუტურად სხვა რამეს.

 

„პირდაპირ არის სისხლის სამართლის დანაშაული ის, რაშიც ადანაშაულებენ ამერიკის საელჩოს. ეს არის ასევე დისკრიმინაცია, მოსამართლის დამოუკიდებლობის ხელყოფა, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, არაფორმალური მმართველობის მცდელობა. ამაში რომ ადანაშაულებ ამერიკის საელჩოს ამაზე ანტიდასავლური რა უნდა იყოს“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner