მორაგბე გიორგი ლომინაძის მეგობარი ბექა ჭაბუკიანი სოციალურ ქსელში გიორგისა და ნუცას მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს:
"დღეს დაგეგმილი იყო გიორგის პირველი ოპერაცია, მაგრამ ოპერაციამდე ჩატარებული გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა ბაქტერია რის გამოც აუცილებელი გახდა რამდენიმე დღიანი მძიმე ანტიბიოტიკური მკურნალობა, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა ოპერაცია დაინიშნება ხუთშაბათს.
რაც შეეხება ნუცას ჯერჯეობით ველოდებით გამოკვლევების შედეგებს და თურქი ექიმების დასკვნას, ესეც უახლოეს საათებში უნდა გაირკვეს. თურქეთში გადმოყვანის შემდეგ გაირკვა რომ ნუცას ასევე აქვს მხედველობის პრობლემა. დაწვრილებით ინფორმაციას ველოდებით დღის ბოლომდე." - წერს გიორგი.
მეგობრები ყველას სთხოვენ, რომ ფოტოზე მითითებულ ანგარიშის ნომერზე მცირეოდენი თანხა მაინც გადარიცხონ, რადგან მკურნალობა სერიოზულ თანხებთან არის დაკავშირებული.
საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი: GE68BG0000000733092800 მიმღები:დავით ლომინაძე. ან დავრეკოთ შემდეგ ნომერზე - 0901701140. ზარის ღირებულება 1 ლარი.
წყარო: itv.ge