logo_geo
eng_logo
მანჩო გიორგობიანი დათო გორგილაძეზე: მომწონს ამ ბიჭის ინტერვიუები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს გავუტარებ ან ამას, ან ვინმეს
- +

2 ივნისი. 2022. 11:40

 

 

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„კრიტიკა და ლანძღვა ერთი როდის გახდა? მნიშვნელობებს ვერ არჩევთ თუ „კარტული აღარ გეკერკებათ”?!

 

მოღალატეობა არის მიზანმიმართული ქმედება, როდესაც გააზრებული გაქვს, რომ ზიანს  მიაყენებ და მაინც აკეთებ, რაც გამორიცხულია მეფე ერეკლესგან, ჯერ მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე!

 

კი ბატონო, შესაძლებელია, ვთქვათ, ვიკამათოთ, რომ შეეშალა, შეცდა - არ შეცდა?... არ გაუმართლდა იმედები?... და ა.შ. თუნდაც არასწორი ნაბიჯი გადადგა - თუ ერთადერთი გამოსავალი იყო (?!) - ეს ყველაფერი არის მსჯელობა, მაგრამ მეფე ერეკლეს „მოღალატედ“ შერაცხვის უფლება არავის აქვს!

 

როგორც დემეტრე თავდადებულის, რომლის მეფობაზეც უამრავი განსხვავებული  აზრი შეიძლება გამოითქვას, მათ შორის, რაღაც ნაბიჯები უარყოფითადაც შეიძლება შეფასდეს...

 

მაგრამ „მოღალატე” ვერასდროს იქნება მეფე, რომელმაც თავი გადადო და საკუთარი სიცოცხლე შესწირა, თავისი ხალხის, ქვეყნის აოხრებას ამჯობინა წამებით სიკვდილი...

 

და კიდევ, „სიტყვის თავისუფლება” და „ცილისწამება” სინონიმები არ არის!

 

ამიტომ, ცოტა ტვინი დააყოლეთ ყველამ, სანამ რაღაცას დააბრეხვებთ, ან წამოროშავთ, მით უმეტეს, როდესაც საჯარო პერსონად მოიაზრები და მსმენელები გყავს...

 

მომწონს ამ ბიჭის ინტერვიუები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს გავუტარებ ან ამას, ან ვინმეს... თუ ეს ტექსტი ზოგადად ნათქვამია, „მეფეების კრიტიკაზე” ვეთანხმები, მაგრამ თუ ეს თქვა  ბერძენიშვილის გასათეთრებლად, ძალიანაც შეშლია, მეტიც, მაგრად მიუქარავს“, - წერს მანჩო გიორგობიანი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner