logo_geo
eng_logo
ლევან იოსელიანი საქართველოში NATO-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
- +

2 ივნისი. 2022. 12:24

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან იოსელიანმა საქართველოში NATO-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ვინიკოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს პერსპექტივებზე და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.

 

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, სტუმარს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე და სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით ჩემი ხედვა გავაცანი. სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხზე საქართველოს პერსპექტივებზე ვისაუბრეთ. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველო-NATO-ს ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას, სადაც აღნიშნა, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რის წინაშეც საქართველო რუსეთის აგრესიის გამო დგას, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მრავალმხრივ თანამშრომლობას  დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner