შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირმა რეგიონისადმი თავისი გრძელვადიანი ინტერესი უნდა წარმოაჩინოს, საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით
-
+
2 ივნისი. 2022. 13:00
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერის განცხადებას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ Twitter-ზე გამოაქვეყნა.
„ეს მართლაც ჭეშმარიტების მომენტია ევროკავშირისთვის და მისი საერთაშორისო საქმიანობის სანდოობისა და ლეგიტიმურობისთვის. ამ სტრატეგიულ ეტაპზე ყოფნისას ევროკავშირმა რეგიონისადმი თავისი გრძელვადიანი ინტერესი უნდა წარმოაჩინოს, საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით“, - წერს პაპუაშვილი.