logo_geo
eng_logo
ბათუმის ბულვარში ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნა
- +

2 ივნისი. 2022. 13:46

 

 

ბათუმის ბულვარის ორგანიზებით, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  ბულვარის კოლონადებთან საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართა. ზღაპრულად მორთულ  სივრცეში დისნეის გმირებისა და ანიმატორების სპეციალური გასართობი პროგრამა და სხვადასხვა აქტივობები იყო   წარმოდგენილი. მოძრავი თეატრალური ჯგუფი „ბაგაბონდი”, ანიმატორების სპეციალური გასართობი პროგრამა, მოძრავი დეკორატიული ინსტალაციები, კოსტუმირებული დისნეის პერსონაჟები, მულტიპლიკაციური გმირები, სახალისო და არტ-თამაშები, სახის მოხატვა და სხვა.

 

მოეწყო საგამოფენო კუთხე, სადაც გამოიფინა  ბათუმის 26-ე საჯარო ინკლუზიური სკოლის მოსწავლეებისა და ფონდ „იალქანი”-ს აღსაზრდელების ნამუშევრები.

 

ბავშვებისთვის სპეციალურად შექმნილ სურვილების დაფაზე, კი პატარებმა თავიანთი სურვილები  ჩაწერეს.

 

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, საფეხბურთო კლუბი ''დინამო'' ბათუმის ფან-კლუბისაგან  ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ.

 

პატარა სტუმრებმა სასიამოვნო დრო გაატარეს ანიმატორებთან ერთად და  კომპანია „თოლიასგან“ საჩუქრად ნაყინებიც დააგემოვნეს.

 

დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენი ღონისძიების პარტნიორებს, რომლებიც ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: კლუბი “სექტორ 26”, ნაყინის მწარმოებელი კომპანია ”თოლია", სამშენებლო კომპანიები “ორბი” და  "ალიანს ჯგუფი".

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner