გაწეული საქმიანობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება სრულფასოვანი ინფორმაციის მიღების კარგი შესაძლებლობა იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკას“ ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგენასთან დაკავშირებით განუცხადა.
„საგანგებო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენება, ისევე როგორც შემდგომ პრემიერ-მინისტრის მოხსენება გაწეული საქმიანობის შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის მიღების კარგი შესაძლებლობა იქნება. საზოგადოებას საშუალება ექნება შეაფასოს, რა კეთდება ქვეყანაში, სად არის ჩამორჩენა, სად გვაქვს წინსვლა და პერსპექტივებს ვხედავთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.