logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: სასამართლოს პოლიტიკურ ხელისუფლებაზე დამოკიდებულება, იქნება ეს ოპოზიცია თუ მმართველი ძალა, რა საკვირველია, მიუღებელია
- +

2 ივნისი. 2022. 15:09

 

 

„როდესაც სასამართლო ხელისუფლებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი კონსტიტუცია ადგენს ძირითად გარანტიებს იმისა, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს სასამართლო. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი გახლავთ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან, რაც არის ფუნდამენტური პრინციპი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, სასამართლოს პოლიტიკურ ხელისუფლებაზე დამოკიდებულება მიუღებელია.

 

„პოლიტიკურ ხელისუფლებაზე დამოკიდებულება, იქნება ეს ოპოზიციაზე თუ მმართველ ძალაზე, რა საკვირველია, მიუღებელია. ის, რაც თავის დროზე იყო შემოთავაზებული და აქტიურად პროპაგანდირებული, რომ ოპოზიციას ჰქონოდა ქმედითი ბერკეტი, უშუალოდ ზემოქმედების შესაძლებლობა სასამართლო ხელისუფლებაში ში გარკვეულ გადაწყვეტილებებზე, საკადრო საკითხებზე და ა.შ. ეს აბსოლუტურად ძირს გამოუთხრიდა მთლიანად სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, როგორც სასამართლო ხელისუფლების გამართული ფუნქციონირების უმთავრეს პრინციპს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner