8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თევდორე კობახიძის, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის მურთაზ შელიასა და ორგანიზაცია „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის" ორგანიზებით გლდანის ბაგა-ბაღების თანამშრომლებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
აქციის ფარგლებში ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე გერმანულ კლინიკაში გლდანის ბაგა-ბაღების 400-მდე თანამშომელს 22 სხვადასხვა სპეციალობის ექიმმა ინსტრუმენტულ-დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარა.
აქციაში მონაწილე ქალებს 8 მარტი საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძემ და გლდანის მაჟორიტარმა მურთაზ შელიამ მიულოცეს.
დეპუტატების განცხადებით, მსგავსი საქველმოქმედო აქციები პედაგოგებისათვის წლის განმავლობაში პერმანენტულად გაგრძელდება.