logo_geo
eng_logo
თბილისის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი იწყება
- +

2 ივნისი. 2022. 15:41

 

 

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის ბავშვთა ელექტრონული რეგისტრაციის პირველი ეტაპი 3 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და 10 ივნისამდე გაგრძელდება.

 

რეგისტრაცია წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge და ამ პერიოდში რეგისტრაციას შეძლებენ პრიორიტეტით მოსარგებლე აპლიკანტები.  ეს კატეგორიებია:

 

ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები;

 

სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა);

 

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები;

 

დედმამიშვილები (როცა აპლიკანტის დედმამიშვილი უკვე არის ამავე ბაღის აღსაზრდელი);

 

მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები;

 

მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები (ოთხი და მეტი შვილი);

 

სამხედრო მოსამსახურეთა შვილები (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა შვილები, ასევე, რეგისტრაციის პერიოდში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების შვილები).

 

მნიშვნელოვანია, მშობლებმა გაითვალისწინონ, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია (ბავშვის დაბადების მოწმობა, ჯანმრთელობის ცნობები - ფორმა 100/ფორმა 50), ბაღის ნომერი და მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: skolamdeliregistracia2023@gmail.com

ელექტრონული ფოსტის ამავე მისამართზე - skolamdeliregistracia2023@gmail.com

მიიღება სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მოქალაქეების შვილების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები (ცნობა თავდაცვის სამინისტროდან, ბავშვის დაბადების მოწმობა, მშობლის პირადობის დამადასტურებელი ცნობა, ინფორმაცია სასურველი ბაღის შესახებ და მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია).

 

ყველა სხვა ზემოთხსენებული სტატუსის მქონე აღსაზრდელი პირველ ეტაპზე დარეგისტრირდება ელექტრონულად, ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმის შევსების გზით.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner