logo_geo
eng_logo
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები, კახეთში სპორტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ
- +

2 ივნისი. 2022. 16:28

 

 

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა კახეთის რეგიონში გასვლითი სხდომა გამართა. კომიტეტის წევრებმა რეგიონის მუნიციპალიტეტების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან სპორტის განვითარების და სპორტული ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, გივი მეტრეველის განცხადებით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და განვითარება, კახეთის რეგიონისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალური ხელისუფლებასთან ერთად, ახალგაზრდების სპორტით დაკავებისა თუ ჩართულობისთვის ქმედით ნაბიჯებს დგამს. მისივე ინფორმაციით, კახეთის რეგიონში 19 სპორტის სახეობის 25 სპორტული სექცია ფუნქციონირებს, სადაც 6 400 ბენეფიციარია ჩართული. „მიმდინარე წელს, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს სპორტის დაფინანსებისთვის 4.5 მლნ. ლარი აქვს გამოყოფილი. რაც შეეხება სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, სხვადასხვა მიმართულებებით, ჯამში ბიუჯეტიდან 9 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება“, - განაცხადა გივი მეტრეველმა.

 

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა სპორტის განვითარების კუთხით, არსებულ გამოწვევებზე  და იმ ინიციატივებზე ისაუბრეს, რაც, მათი განცხადებით პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს. კერძოდ, საუბარია ყოველწლიურად ველო მარათონის ან ველო ტურნირის გამართვაზე; ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის აშენებაზე; ბავშვებში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით რეგიონში ცნობადი სპორტსმენების ვიზიტებზე, კრივის დარბაზის მშენებლობასა და სასკოლო ოლიმპიადების ჩატარებაზე.

 

„კომიტეტის გასვლითი სხდომის ფორმატში, კახეთის რეგიონში მუნიციპალიტეტების მიერ სპორტის სფეროში წარმოებული პოლიტიკის მიმართულებები განვიხილეთ, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ეს შეეხებოდა როგორც სპორტული ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების კომპონენტს, ასევე მოქალაქეებისთვის სხვადასხვა სერვისების ხელმისაწვდომობას. კომიტეტი, სამოქმედო გეგმის ფარგლებში, აქტიურად განაგრძობს საქართველოს რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურების მდგომარეობის შესწავლას და იმ საკითხებზე მსჯელობას, რაც არსებული გამოწვევების დასაძლევად არის საჭირო“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა.

 

სხდომის დასრულების შემდეგ, კომიტეტის წევრებმა თელავში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის ობიექტები, სპორტ-სკოლა და ფეხბურთის მოედანი მოინახულეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner