logo_geo
eng_logo
ისანში მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
- +

2 ივნისი. 2022. 18:24

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე არსებულ მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.

 

ბაზრობის მიმართულებით შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მორეაგირე ჯგუფები და დაიწყეს ქრობის აქტიური სამუშაოები. მეხანძრე-მაშველების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო ღია სივრცეში არსებულ მეორად საბურავებზე და ნარჩენებზე. არსებობდა ცეცხლის გვერდით მდებარე სასაწყობე ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება. ამ დროისთვის, ავტობაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი უკვე  ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება.

 

შემთხვევის შედეგად არავის დაშავებულა.

 

ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 15 ჯგუფი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner