logo_geo
eng_logo
დავით სონღულაშვილმა ენერგეტიკული კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
- +

2 ივნისი. 2022. 18:30

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა ენერგეტიკული კონფერენციის „Renewable Georgia 2022"-ის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ კონფერენციაზე შიდა რესურსების ათვისებასა და ენერგო დამოკიდებულების მაქსიმალურად შემცირებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

„ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით ენერგეტიკულ გაერთიანებაში ოფიციალურად გაწევრიანებასთან ერთად საქართველომ ნათლად განსაზღვრა თავისი ენერგეტიკული მომავალი. ჩვენი ძალისხმევა, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ენერგეტიკული ბაზრის განვითარების საკითხში - დიდია. დიდი და ამბიციურია ჩვენი გეგმა შიდა რესურსების ათვისებასა და ენერგო დამოკიდებულების მაქსიმალურად შემცირებასთან დაკავშირებით.

 

მოგეხსენებათ, საქართველო წყლის რესურსებით მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ ასევე აქვს პოტენციალი გამოიყენოს მზის, ქარის, ბიომასის, ბიოგაზის, წყალბადის და სხვა ალტერნატიული ენერგიის წყაროები. ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია კი, საქართველოს ენერგორესურსების ოპტიმალური გამოყენება და რეზერვების შექმნა ენერგეტიკის სფეროში, სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებას წარმოადგენს.

 

საბოლოო ჯამში ამით საქართველოს ეხსნება შესაძლებლობა ჰქონდეს სტაბილური მარეგულირებელი და საბაზრო ჩარჩო, რომელსაც შეეძლება ინვესტიციების მოზიდვა ელექტროენერგიის გამომუშავებაში და შეძლებს სტაბილური და უწყვეტი ენერგომომარაგების უზრუნველყოფას, რაც აუცილებელია ეკონომიკური განვითარებისთვის", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

 

ღონისძიებას, რომელიც ბრიტანული კომპანია „Voice of Renewables"-ის ორგანიზებით მიმდინარეობს, კერძო და საჯარო სექტორის, საფინანსო ინსტიტუტებისა და დარგში მოღვაწე სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კონფერენციის მიზანს საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner