logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ალო... ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ! პენსიებთან ერთად ჩურჩხელებსაც დაგირიგებთო?!
- +

16 აგვისტო. 2016. 01:49


ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „ცენტრისტების" წინასაარჩევნო დაპირებებს ასეთი იუმორით ეხმიანება:



„ალო... ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, საქართველოში მართლა აპირებთ რუსული პენსიების დარიგებას? რააა? ბებიაჩვენის ტრაკმა? აბა, ეს რეები მესმის, პენსიებიო, ბაზებიო, ესაო, ისაო? ააა... რუსული ბაზები ისედაც არის საქართველოში? ნუ, თბილისიდან 40 კილომეტრში რომ არის, ეგ ვიცით!

 

მოკლედ, რა გადავცე ქართველ ერს, ვინც მაგას ამბობს, გამოყ...ევებულია, ხომ? ეგ ისედაც ცხადია, მაგრამ ეს მიამიტი ხალხი ლამის დააჯერეს. ეხლა „საზოგადოებრივი ყუთით" რაღაც რეკლამა გაუშვიათ, პენსიებთან ერთად ჩურჩხელებსაც დაგირიგებთო. ვერ გავიგე, თქვენი ხმა წყდება, აშკარად გვისმენენ... ჰო, ჩურჩხელებიო და შეიძლება ზღმარტლიცო!

 

ააა... ესე იგი, შეიძლება მარტო ზღმარტლი იყოს და ისიც იანვარში?! კარგი, კარგი, ასე გადავცემ... არა მგონია, ერი მარტო ზღმარტლზე დათანხმდეს, მაგრამ მაინც გადავცემ!"- წერს ზედელაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner