ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მუდმივმა წარმომადგენლებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი დაამტკიცეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
ახალი ზომების ძირითადი ნაწილი რუსულ ნავთობზე ნაწილობრივ ემბარგოს შეიცავს. 2023 წლის დასაწყისისთვის რუსეთიდან ევროკავშირში ტანკერებით ნავთობის მიწოდება მთლიანად შეჩერდება.
გამონაკლისი გაკეთდა უნგრეთისთვის, ჩეხეთისა და სლოვაკეთისთვის, რომლებიც ძალიან არიან დამოკიდებულნი რუსულ ნავთობზე და არ აქვთ წვდომა საზღვაო გზებზე.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ 2022 წლის ბოლომდე, ახალი სანქციების შედეგად, ევროკავშირში რუსული ნავთობის იმპორტი 90%-ით შემცირდება.