logo_geo
eng_logo
ზელენსკი: რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკადამ აფრიკასა და ევროპაში დესტაბილიზაცია და მასობრივი პროტესტი შეიძლება გამოიწვიოს
- +

2 ივნისი. 2022. 20:54

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკადამ აფრიკასა და ევროპაში დესტაბილიზაცია და მასობრივი პროტესტი შეიძლება გამოიწვიოს.

რუსეთის მიერ ჩვენი პორტების ბლოკადის საკითხს გვერდს ვერ ავუვლთ. აგრესიის ამ აქტის გამო, მსოფლიო სასურსათო კრიზისის ზღვარზეა. ეს არ არის მხოლოდ სასურსათო პრობლემა.

თუ ამის პრევენცია არ მოხდება, ჩვენ აფრიკისა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში პოლიტიკური ქაოსის პრობლემას წავაწყდებით და, შესაბამისად, ევროპაში მიგრაციულ კრიზისს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აფრიკაში კრიზისი აუცილებლად გავრცელდება მთელ ევროპაში.

ასევე, სასურსათო კრიზისი აუცილებლად გამოიწვევს ფართომასშტაბურ საპროტესტო აქციებს ევროპის ქვეყნებში. ბევრ მთავრობას მოუწევს აუხსნას მომიტინგეებს, თუ რატომ აიყვანა ჩვენი კონტინენტი მძევლად ერთმა სახელმწიფომ, რუსეთმა და ერთმა ადამიანმა მოსკოვში, რომელმაც უკრაინის საზღვაო ბლოკადის ბრძანება გასცა“, - განაცხადა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner