logo_geo
eng_logo
ალექსანდრ შალენბერგი: მკაფიო და ძლიერი სიგნალი უნდა გავუგზავნოთ უკრაინას, რომ ქვეყანა არის ევროპული ოჯახის წევრი
- +

2 ივნისი. 2022. 21:01

ჩვენ ძალიან მკაფიო და ძლიერი სიგნალი უნდა გავუგზავნოთ უკრაინას, რომ ქვეყანა არის ევროპული ოჯახის წევრი, - ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ შალენბერგმაბრატისლავაში მიმდინარე ფორუმზე განაცხადა.

მნიშვნელოვანია არ შევჩერდეთ სიმბოლოებზე, რადგან არასწორი გზავნილი იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის ყურადღება მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება. არ უნდა დავივიწყოთ მოლდოვა, სამხრეთ კავკასია და დასავლეთ ბალკანეთი.

ჩვენ უნდა მკაფიოდ ვთქვათ, რომ ეს ქვეყნები და ეს რეგიონი არის დასავლური სამყაროს და ევროპის ნაწილი. მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულება, ერთიან ეკონომიკურ ბაზარზე წვდომა ეფექტიანი არის. 19 წლის წინ მივეცით დაპირება დასავლეთ ბალკანეთს და იმედგაცრუების დონე იმატებს ამ ქვეყნებში. რუსეთი უფრო პოპულარულია, ვიდრე ევროკავშირი და პუტინი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია.

აღმოსავლეთითაც იგივე შეცდომა არ უნდა დავუშვათ და ამიტომ წარმოვადგინეთ რამდენიმე იდეაა, თუ როგორ გახდნენ უკრაინა და სხვა სახელმწიფოები ევროპული ოჯახის წევრები“, - განაცხადა ალექსანდრ შალენბერგმა.,

right_banner right_banner
არქივი
right_banner