გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები უარყოფით გავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე, რის გამოც, რუსეთის ეკონომიკა იშლება.
რობერტ ჰაბეკის თქმით, რუსეთი კვლავ დიდ ფულს შოულობს ენერგიის ექსპორტით და „ეს მტკივნეულია“, თუმცა პუტინი მიღებული ფულით უკვე ფაქტობრივად ვერაფერს იყიდის.
გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მშპ უკვე 9%-ით შემცირდა, ხოლო რუსეთის აქტივობა ინვესტიციების სფეროში 34%-ით შემცირდა.