logo_geo
eng_logo
გერმანიის ვიცე-კანცლერი: საერთაშორისო სანქციების შედეგად, რუსეთის ეკონომიკა იშლება
- +

2 ივნისი. 2022. 21:15

გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები უარყოფით გავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე, რის გამოც, რუსეთის ეკონომიკა იშლება.

რობერტ ჰაბეკის თქმით, რუსეთი კვლავ დიდ ფულს შოულობს ენერგიის ექსპორტით და „ეს მტკივნეულია“, თუმცა პუტინი მიღებული ფულით უკვე ფაქტობრივად ვერაფერს იყიდის.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მშპ უკვე 9%-ით შემცირდა, ხოლო რუსეთის აქტივობა ინვესტიციების სფეროში 34%-ით შემცირდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner