ლიეტუველებმა უკრაინისათვის ბაირაქტარის შესაძენად 5.9 მილიონი ევრო შეაგროვეს, თუმცა თურქულმა კომპანიამ უპილოტო საფრენი აპარატები უსასყიდლოდ გადასცა და ითხოვა, რომ შეგროვილი თანხა უკრაინაში ჰუმანიტარულ საჭიროებებს მოხმარდეს.
„დაუჯერებელია, მაგრამ თურქეთი თანახმაა, უფასოდ გაიღოს ბაირაქტარი, რომლისთვისაც ლიეტუვამ ფული შეაგროვა. გასაოცარია. შეგროვებული თანხით ჩვენ შევიძენთ ბაირაქტარისთვის საჭირო საბრძოლო მასალას და დანარჩენი თანხა ასევე გადაირიცხება უკრაინის მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუშაუსკასისმა.