საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგა ეფექტიანი გამარჯვებით გახსნა. ქართველმა ფეხბურთელებმა გიბრალტარის ნაკრები ანგარიშით 4:0 დაამარცხეს.
პირველი გოლი მე-12 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, 33-ე წუთზე თავი გურამ კაშიამ გამოიჩინა. 87-ე წუთზე მესამე გოლი ჟორჟ მიქაუტაძემ გაიტანა, ხოლო ბოლო გოლი, 88-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა.