ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მას შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან.
სტოლტენბერგმა შეაქო აშშ ლიდერობისთვის და უკრაინისა და ტრანსატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა ბრძოლის ველზე სიტუაციას ცვლის.
„პრეზიდენტ პუტინს ნაკლები ნატო სურდა და ამიტომ უკრაინაში შეიჭრა, თუმცა ის ახლა უფრო მეტ ნატოს იღებს“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
„ომები, თავისი ბუნებით, არაპროგნოზირებადია და ამიტომ ჩვენ უბრალოდ მზად უნდა ვიყოთ ხანგრძლივი პერიოდისთვის. ეს გახდა ომი, სადაც უკრაინელები ბრძოლის ველზე დიდ საფასურს იხდიან თავიანთი ქვეყნის დასაცავად, თუმცა რუსეთიც დიდ მსხვერპლს იღებს. ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება და უკრაინას კვლავ სჭირდება ნატოს მხარდაჭერა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.