logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე გვარამიას დაკავებაზე: სამართალწარმოებაში არასწორი და სწორი დრო არ არსებობს
- +

3 ივნისი. 2022. 00:22

"სამართალწარმოებაში არასწორი და სწორი დრო არ არსებობს. სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, პროკურატურამ იშუამდგომლა, დაუკმაყოფილა ან არ დაუკმაყოფილა," - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში ნიკა გვარამიას დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

ის იქნება პოლიტიკური ჩარევა, ჩვენ რაღაცა გზებით ვცადოთ სასამართლოსთან ან პროკურატურასთან იმგვარი კონტაქტი, რომ მოსამართლეს შევეხმიანოთ და ვუთხრათ - ახლა არასწორი დროა და გადაწყვეტილება ჯერ არ გამოიტანოს. ეს არის პოლიტიკური ჩარევა. ამ ქვეყანაში ხან არჩევნებია, ხან ევროკავშირთან დაკავშირებული გამოწვევებია და სულ არასწორი დრო იქნება.

არ შეიძლება პოლიტიკური კონტექსტით თუნდაც ჩემთვის არადამაზიანებელიგადაწყვეტილებებისთვის ვიზრუნო სასამართლოში ან პროკურატურაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

16 მაისს „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2-ის“ საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.

ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2-ის“ კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედებოდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner