logo_geo
eng_logo
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოსთვის მიწის გადაცემაზე: კარგი საქმე რატომ არ უნდა მოიწონო - რახან ოპოზიციონერი ხარ ყველაფერი უნდა წაბილწო?!
- +

3 ივნისი. 2022. 00:51

დეკანოზმა, ალექსანდრე გალდავამგადაცემა „იმედი LIVE“-ში მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა რომ, ხელისუფლების გაკეთებული კარგი საქმეები ოპოზიციამაც უნდა მოიწონოს.

ეს იქნება კულტურის ძეგლი, იქვე სასტუმრო განთავსდება, იქნება იმის საშუალება, რომ ექსპოზიციები მოიძიო, განათავსო, სადაც დასაყრდენი იქნება. კვლევითი ჯგუფები ჩავლენ, რომელებიც ამაზე იმუშავებენ. იქ უამრავი ხელნაწერია, რომელიც მოსაძიებელია უამრავ არაქართულ მონასტერში, ამათი აღნუსხვაა საჭირო - ეს არ უნდა გაგიხარდეს?! ქართველები ბრუნდებიან წმინდა მიწაზე, ქართული კულტურა კიდევ უფრო მეტად შესწავლილი იქნება, წარმოუდგენელია ამაზე რაიმეს გადაბრუნებულის თქმა.

რატომ არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ კარგი საქმე და რატომ არ უნდა მოიწონო?! ქართული პოლიტიკაა ასეთი, რომ ყველაფერზე უნდა იგინო და ილანძღო და რახან ოპოზიციონერი ხარ ყველაფერი უნდა წაბილწო?! შენი შვილიც ჩავა იქ, შენიც ხომ არის ის ადგილი?“, - განაცხადა დეკანოზმა.

29 მაისს, იორდანიაში, მაცხოვრის ნათლობის ადგილიდან რამდენიმე მეტრში, საქართველოს 4 ათასი კვ.მ ნაკვეთი ოფიციალურად გადაეცა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner