logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრი ბრატისლავას სასახლეში გამართულ გალა-ვახშამს და დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო
- +

3 ივნისი. 2022. 10:24

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად, გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმის გალა-ვახშამს და დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.

 

ღონისძიება, რომელზეც ფორუმის მონაწილე ქვეყნების დელეგაციების მეთაურები და დელეგატები იყვნენ მიწვეული, ბრატისლავას სასახლეში გაიმართა.

 

დაჯილდოების ტრადიციულ ცერემონიაზე, ჩეხეთის და სლოვაკეთის ტრანსატლანტიკური ჯილდო გადაეცა უკრაინელ ხალხს. ჯილდო, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა და იმ პირებისთვის არის განკუთვნილი, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ცენტრალურ ევროპაში თავისუფლებასა და დემოკრატიაში, უკრაინული დელეგაციის წარმომადგენლებს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა გადასცა.

 

დღეს ჯილდო ასევე გადაეცა ჩეხეთის რესპუბლიკის კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ეროვნული ოფისის დირექტორს, ბრიგადის გენერალს კარელ ჟეჰკას.

 

GLOBSEC 2022-ი დელეგატებს 67 ქვეყნიდან მასპინძლობს, მათ შორის 10 პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრია, ასევე, ფორუმის დელეგატებს შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner