ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე ტელეკომპანია „იბერიაში" გადავიდა. ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს:
„ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ არ ვწერ სტატუსებს, მაგრამ ახლა ყველას გეტყვით, რომ უკვე ოფიციალურად გავხდი ტელეკომპანია „იბერიას" თანამშრომელი და ყოველდღე შეხვდებით ახალ არხზე.
მადლობა ყველას, ვისთანაც ვმუშაობდი და ვაკეთებდით „მაესტროს ფაქტორს", რომელიც ჩემი აზრით, საინტერესო პროექტი იყო. ჟურნალისტიკაში, ისე როგორც ალბათ ყველა პროფესიაში, ვიღაცას მოსწონხარ, ვიღაცას არა და ეს ლოგიკურია.
შევხვდებით „იბერიაზე", რომელიც ახალ სახეებთან ერთად ,საინტერესოდ დაიწყებს ახალს სეზონს!"- წერს ჩხაიძე სოციალურ ქსელში.