აშშ-მა „შავ სიაში“ 71 რუსული და ბელარუსული საწარმო შეიყვანა. მათ შორის, არის რამდენიმე საავიაციო ქარხანა. ასევე, გემთმშენებელი და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
„შავ სიაში“ მოხვდა რუსეთში ყველა დიდი საავიაციო ქარხანა, რომელიც ვორონეჟში მდებარეობს და სამგზავრო თვითმფრინავებს აწარმოებს, ასევე – ირკუტსკის საავიაციო ქარხანა. სანქციები შეეხო პეტერბურგის გემთმშენებელ ინსტიტუტებს.
საერთო ჯამში, თებერვალში აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა „შავ სიაში“ შეიყვანა 322 ორგანიზაცია, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უჭერს მხარს.