logo_geo
eng_logo
აშშ-მა „შავ სიაში“ 71 რუსული და ბელარუსული საწარმო შეიყვანა
- +

3 ივნისი. 2022. 11:24

 

აშშ-მა „შავ სიაში“ 71 რუსული და ბელარუსული საწარმო შეიყვანა. მათ შორის, არის რამდენიმე საავიაციო ქარხანა. ასევე, გემთმშენებელი და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

 

„შავ სიაში“ მოხვდა რუსეთში ყველა დიდი საავიაციო ქარხანა, რომელიც ვორონეჟში მდებარეობს და სამგზავრო თვითმფრინავებს აწარმოებს, ასევე – ირკუტსკის საავიაციო ქარხანა. სანქციები შეეხო პეტერბურგის გემთმშენებელ ინსტიტუტებს.

 

საერთო ჯამში, თებერვალში აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა „შავ სიაში“ შეიყვანა 322 ორგანიზაცია, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უჭერს მხარს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner