logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე ბრატისლავას უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
- +

3 ივნისი. 2022. 11:29

 

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვაკეთში მონაწილეობა მიიღო  GLOBSEC - ბრატისლავას უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას და აღმოსავლეთ სამეზობლოს ეძღვნებოდა.

 

ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადზე, საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გატარებულ რეფორმებზე  და არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოზე ისაუბრა.

 

 

 

მომხსენებლებმა აგრეთვე განიხილეს ევროკავშირის გაფართოების საკითხი, ახალი უსაფრთხოების გარემო, გამოწვევები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი.

 

„დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარება და გამოწვევები ითხოვს ცვლილებებს და ზოგადად ევროპული უსაფრთხოების გადახედვას. საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი მიიღებს სწორ, პრაგმატულ გადაწყვეტილებას და საქართველოს მიანიჭებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ეს იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი არამხოლოდ ჩვენი საზოგადოებისათვის, არამედ მოსკოვისთვისაც, რომელიც მკაფიოდ შეახსენებს კრემლს, რომ ის ვეღარ გააგრძელებს თავის აგრესიულ და დესტრუქციულ ქმედებებს ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ თავის გამოსვლაში.

 

აღნიშნულ პანელში ასევე მონაწილეობდა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე - კატარინა მატერნოვა და პორტუგალიის ევროპულ საქმეთა ყოფილი სახელმწიფო მდივანი - ბრუნო მასაეში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner