logo_geo
eng_logo
რობერტ ჰაბეკ: ჩვენ არ უნდა გავხდეთ ომის მონაწილეები
- +

3 ივნისი. 2022. 11:59

 

 

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრიდან მეოთხე თვეში გერმანია ყველაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად, რათა არ მოხდეს მესამე მსოფლიო ომის დაწყების პროვოცირება. Bild-ის ცნობით, ეს აზრი გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა გამოთქვა. აღნიშნულს უკრაინული მედია ავრცელებს.

 

მინისტრის თქმით, უკრაინისთვის მაქსიმალური დახმარება ომში შესვლას ნიშნავს.

 

„ჩვენ არ გვინდა და არ უნდა გავხდეთ ომის მონაწილეები“, - განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა და დასძინა, რომ არსებობს მრავალი გზა ამ ომის წარმატებით დასასრულებლად.

 

ამასთან, უკრაინული მედია წერს, რომ გერმანულმა გამოცემამ Welt-მა გამოაქვეყნა დოკუმენტები, სადაც ნათქვამია, რომ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარი თქვა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებაზე. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner