logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პოზიციის შეცვლას არ აპირებს
- +

3 ივნისი. 2022. 12:23

 

 

„საჭიროა ქვეყნის რეპუტაცია ამით არ დაშავდეს და სათანადო ზომები იყოს მიღებული, რომ არაფერი მოუვიდეს ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

 

როგორც ზურაბიშვილმა „პალიტრანიიუსის“ ეთერში აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო შეწყალება მის მიერ, ქვეყანაში არსებულ პოლარიზებულ გარემოს უფრო მეტად დააზარალებს. პრეზიდენტის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი სამედიცინო ექსპერტები საჭიროდ ჩათვლიან, რომ საქართველოში სათანადო მკურნალობის მიღების შესაძლებლობა არ არსებობს, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ამას შესაბამისად უპასუხოს.

 

„იცნობთ ქართულ საზოგადოებას, იცით, რომ ეს იქნება უაღრესად დაპირისპირების ერთ-ერთი საკითხი. მანამდე სამჯერ შევიწყალე ადამიანები სწორედ იმ მიზნით, რომ ჩაექრო პოლარიზაცია, შედეგი არ იქნა მიღწეული არც მაშინ და აქ ბევრად უფრო მძაფრად არის გამოხატული ადამიანების პოზიციები. გამომდინარე იმ ძალიან მძიმე წლებიდან, რაც საზოგადოებას ახსოვს, აქ არ შეიძლება მე ვიყო მონაწილე იმის, რამაც შეიძლება კიდევ გააღრმაოს ეს პოლარიზაცია ქვეყანაში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner