logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური პრეზიდენტზე: ასეთი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს არა მარტო სასამართლოს, არამედ პირდაპირ ურტყამს დემოკრატიის ფესვებში, ამიტომ თავი დავანებოთ სასამართლო განრიგის დაწესებას
- +

3 ივნისი. 2022. 12:37

 

 

„ასეთი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს არა მარტო სასამართლოს, არამედ პირდაპირ ურტყამს დემოკრატიის ფესვებში, ამიტომ თავი დავანებოთ სასამართლო განრიგის დაწესებას, რა დროულია და რა - არა“, - ამისი შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

 

იგი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება დროული არ იყო.

 

მისი თქმით, როცა სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეს პოლარიზაციას გაზრდის, პოლარიზაციის უმთავრესი ფაქტორი სწორედ გვარამიაა.

 

„არ ვიცი, რას ფიქრობს ქალბატონი ზურაბიშვილი, მაგრამ როცა პრეზიდენტი საუბრობს, თან ყოფილი მაღალი რანგის დიპლომატი, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, სასამართლოს არ უნდა ვუკარნახოთ, რა არის დროული და რა - არა. სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი, შეუვალი, ასეთი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს არა მარტო სასამართლოს, არამედ პირდაპირ ურტყამს დემოკრატიის ფესვებში. ამიტომ თავი დავანებოთ სასამართლო განრიგის დაწესებას, რა დროულია და რა - არა. ვინმეს მოსწონს თუ არა გადაწყვეტილება, ამისთვის მოიმარჯვონ საწერი კალმები თუ ელექტრონული საშუალებები. დაწერონ სააპელაციო საჩივარი და გაასაჩივრონ.

 

არ მინდა სპეკულაციებში შესვლა, მაგრამ ქალბატონი ზურაბიშვილი, როცა სააკაშვილის შეწყალებაზე საუბრობს და აბსოლუტურად სწორად ამბობს, რომ ეს პოლარიზაციას გაზრდის, ამავდროულად, მგონია, რომ თუ ვინმე პოლარიზაციის უმთავრესი წყაროა, ეს არის გვარამია და მასთან მიმართებით შეწყალების აქტის გამოცემა კიდევ უფრო მეტად გაზრდის ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ეს ჩემი აზრით, იქნება არასამართლიანი, არაობიექტური იმ რეალობაში, როცა სასამართლომ თქვა, რომ გვარამიამ 7 მილიონი ლარი მოჰპარა მედიას და როცა მედიის დამოუკიდებლობასა განვითარებაზე ვმსჯელობთ, არ მგონია, მედიისთვის ფულის მომპარავის შეწყალება რელევანტური იქნება“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ გადაწყვეტილება, „რომელიც შეიძლებოდა სხვადასხვა ფორმით გადავადებულიყო, არ იყო პოლიტიკურად დროული“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner