მოსკოვში, ბიზნესცენტრში ხანძარი იყო. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 180 ადამიანია ჩართული. შენობიდან 125 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბიზნესცენტრის შენობაში შესაძლოა, კიდევ იმყოფებოდეს ხალხი.
ამჟამად ბიზნესცენტრ „გრანდ სეტუნ პლაზაში“ ხანძარი 1 100 კვადრატული მეტრის ფართობზეა გავრცელებული.
რუსეთის დედაქალაქის საგანგებო სამსახურებში აცხადებენ, რომ წინასწარი მონაცემებით, განიხილება ხანძრის გაჩენის რამდენიმე მიზეზი, მათ შორის ცეცხლის განზრახ გაჩენა.