logo_geo
eng_logo
მოსკოვში, ბიზნესცენტრში ხანძარი გაჩნდა - არიან დაშავებულები
- +

3 ივნისი. 2022. 13:07

 

 

მოსკოვში, ბიზნესცენტრში ხანძარი იყო. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

 

ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 180 ადამიანია ჩართული. შენობიდან 125 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბიზნესცენტრის შენობაში შესაძლოა, კიდევ იმყოფებოდეს ხალხი.

 

ამჟამად ბიზნესცენტრ „გრანდ სეტუნ პლაზაში“ ხანძარი 1 100 კვადრატული მეტრის ფართობზეა გავრცელებული.

 

რუსეთის დედაქალაქის საგანგებო სამსახურებში აცხადებენ, რომ წინასწარი მონაცემებით, განიხილება ხანძრის გაჩენის რამდენიმე მიზეზი, მათ შორის ცეცხლის განზრახ გაჩენა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner