logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს კანდიდატის სტატუსისა და ნატოს წევრობის შესახებ სლოვაკეთისგან მხარდაჭერის გარანტია მივიღეთ
- +

3 ივნისი. 2022. 14:09

 

 

„საქართველოს კანდიდატის სტატუსისა და ნატოს წევრობის შესახებ სლოვაკეთისგან მხარდაჭერის გარანტია მივიღეთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე Twitter-ზე წერს.

 

„მხარდაჭერის გარანტია მივიღეთ სლოვაკეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლორენჩკისა და თავდაცვის/უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე კრუპისგან საქართველოს კანდიდატის სტატუსისა და ნატოს წევრობის შესახებ. ჩემს კოლეგებს ინფორმაცია მივაწოდე ოკუპირებული რეგიონებში არსებულ სიტუაციაზე. ასევე, შევთანხმდით, გავააქტიუროთ საპარლამენტო ურთიერთობები“, - წერს სამხარაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner