„ოპოზიციის ეს ნაწილი შემჩნეულია, რომ იყენებენ ყველა მოვლენას რათა, როგორმე დააზიანონ ხელისუფლება. დღეს უკვე ისინი საკუთარ სამშობლოსა და მის ევროპულ პერსპექტივას მიადგნენ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის ძირითადი ამოცანაა, ბრიუსელში ვიზიტებისას უცხოელი პოლიტიკოსები დაარწმუნონ, თუ რამდენად ცუდი ცუდი ვითარებაა საქართველოში.
„არ ვიცი, ლობიზმის გაგება მათ როგორ აქვთ, როგორ ესმით, მაგრამ ეს ლობიზმი ნამდვილად არ არის. მათი ძირითადი ამოცანაა, ბრიუსელის სხვადასხვა კაბინეტსა და დერეფნებში ყველა პოლიტიკოსი, ვისთანაც მათ საუბრის შესაძლებლობა ექნებათ, დაარწმუნონ, თუ რამდენად ცუდი ცუდი ვითარებაა საქართველოში. იქვე, ბოლო წინადადებაში თუ ეტყვიან, რომ ამის მიუხედავად მოგვეცით კანდიდატის სტატუსი, ეს ლობიზმი ნამდვილად არ არის. პირიქით, მუშაობა არის სწორედ იმაზე, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი როგორმე არ მიიღოს.
ზოგადად, ოპოზიციის ეს ნაწილი შემჩნეულია, რომ იყენებენ ყველა მოვლენას იმისთვის, რომ როგორმე დააზიანონ ხელისუფლება და როგორმე არეულობის გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ამისთვის ისინი იყენებენ პიროვნულ ტრაგედიებს. დღეს უკვე ისინი საკუთარ სამშობლოსა და მის ევროპულ პერსპექტივას მიადგნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.