logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან კარგი საუბარი მქონდა საქართველოს მეგობართან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩთან, დავუდასტურე, რომ ევროპული გზის ერთგულნი ვრჩებით, რაც ქართველი ერის არჩევანია
- +

3 ივნისი. 2022. 15:04

 

 

„ძალიან კარგი საუბარი მქონდა საქართველოს მეგობართან - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩთან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

 

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროკავშირისადმი საქართველოს ერთგულება ამ გზაზე გადადგმულ ყოველ ნაბიჯში დასტურდება.

„მე მას კვლავ დავუდასტურე, რომ ჩვენი ევროპული გზის ერთგულნი ვრჩებით, რაც ქართველი ერის უძველესი არჩევანია. ევროკავშირისადმი საქართველოს ერთგულება ამ გზაზე გადადგმულ ყოველ ნაბიჯში დასტურდება - იქნება ეს კომპლექსური რეფორმები, ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობა, თუ ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა“, - აცხადებს პრემიერი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner