logo_geo
eng_logo
„იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები კეთილსაიმედო და დაცული ინვესტიციის შესაძლებლობებს გაზრდის
- +

3 ივნისი. 2022. 16:01

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა.

 

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ვიცე-პრეზიდენტის ნიკოლოზ გაგუას განმარტებით, კანონპროექტის მიღებით საქართველოში შეიქმნება იპოთეკური ობლიგაციების მომწესრიგებელი სამართლებრივი ჩარჩო, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება აღნიშნული ტიპის ფასიანი ქაღალდების გამოშვება რეზიდენტი ემიტენტების - კომერციული ბანკების მიერ.

 

„იპოთეკური ობლიგაციები შესაძლებელია გახდეს რეზიდენტი კომერციული ბანკებისათვის დაფინანსების გრძელვადიანი, იაფი და სტაბილური წყარო, თუ გავითვალისწინებთ აღნიშნული ინსტრუმენტის იმ მახასიათებლებს, რომლებიც მის მიმზიდველობას განაპირობებს ინსტიტუციური ინვესტორებისთვის. ამასთან, როგორც ფასიანი ქაღალდი, იგი ბევრად უფრო ლიკვიდურია, ვიდრე სხვა საბანკო პროდუქტები (მაგ. დეპოზიტები). ყოველივე ეს, სხვა ფაქტორებთან ერთად, ზრდის იპოთეკური ობლიგაციების მიმართ ინვესტორთა დაინტერესებას. დაინტერესებული ინვესტორები შეიძლება იყვნენ, მათ შორის, თავად კომერციული ბანკები, აგრეთვე საინვესტიციო და საპენსიო ფონდები, რომლებიც პორტფელის დივერსიფიკაციის თუ სხვა მიზეზით გადაწყვეტენ ინვესტიციის განხორციელებას“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

 

მისივე თქმით, იპოთეკური ობლიგაციების ემისიით გრძელვადიანი დაფინანსების მოზიდვა გაზრდის კომერციული ბანკების წვდომას შედარებით გრძელვადიან ფინანსურ რესურსებზე და, შედეგად, პოზიტიურ გავლენას იქონიებს რეალური ეკონომიკის დაფინანსებაზე.

 

გარდა ამისა, გაჩნდება ახალი პროდუქტი, რომელიც კეთილსაიმედო და დაცული ინვესტიციის შესაძლებლობებს გაზრდის.

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner