„ვიზიტორებისთვის სუფთა, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, ყველა სამსახური მობილიზებულია და სრული დატვირთვით მიმდინარეობს დაბის განახლება, მოწესრიგება.
შინაგან საქმეთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან თანამშრომლობით, ურეკისა და შეკვეთილის მთელ სანაპირო ზოლზე 8 თანამედროვე სამეთვალყურეო - სამაშველო კოშკურა განთავსდება. უახლოეს პერიოდში ასევე დასრულდება ურეკში ბულვარის მოწყობის სამუშაოები“, - აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.